დემოკრატიის კრიზისი
- გიორგი კანკია
- Jan 7
- 1 min read
Updated: Jan 19
და "ქართული ოცნების" საერთაშორისო იზოლაცია
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის კრიზისი დაუდგა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისა და რეპრესიული აპარატის ამუშავების ფონზე, “ქართული ოცნების” საერთაშორისო აღიარება მეტწილად, მათი წარმომადგენლების მიმართ დაწესებული ფინანსური და სამოგზაურო სანქციებით შემოიფარგლება.

არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” პარლამენტმა მილოცვები ცხრა სახელმწიფოსგან მიიღო.
14 დეკემბერს, პარლამენტში გამართული ერთკანდიდატიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნების" მიერვე დანიშნულ პრეზიდენტს, 7 იანვრის მდგომარეობით, კიდევ უფრო ნაკლებმა, ექვსი სახელმწიფოს ლიდერმა მიულოცა ახალი თანამდებობა. მილოცვები ძირითადად, მეზობელი და ავტორიტარული მმართველობის სახელმწიფოებიდანაა.

საგულისხმოა, რომ ვიქტორ ორბანს, რომელმაც, ჯერ კიდევ ცესკოს შედეგების გამოცხადებამდე, პირველმა მიულოცა “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება, დღემდე არ მიულოცავს ყაველაშვილისთვის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა. იგი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის, სერბეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ახლო მოკავშირემ, ალექსანდრე ვუჩიჩმა ჩაანაცვლა.
