მოგზაურობა აშშ-ში,
- Z.axis

- 2 days ago
- 2 min read
თუ მობილობის შეზღუდვა?
18 მარტს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო სავიზო დეპოზიტების ქვეყნების სიაში შეიტანა. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის 2 აპრილიდან, სამთვიანი ხანგრძლივობის, ერთჯერადი B1 (საქმიანი) და B2 (ტურისტული) ტიპის ვიზების მოთხოვნისას, აპლიკანტმა აშშ $ 15 000-მდე სავიზო დეპოზიტი უნდა შეიტანოს, მოსაკრებელთან ერთად. დეპოზიტი მას აშშ-ის დატოვების და სამართალდარღვევის არარსებობის შემდეგ დაუბრუნდება.
სავიზო დეპოზიტის პროგრამა 2025 წელს შეიქმნა და თავდაპირველად 38 ქვეყანას მოიცავდა. 2 აპრილიდან, ეს სია 50 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა შორისაც საქართველოც აღმოჩნდა.
ვიზუალი 1 - სავიზო დეპოზიტის ქვეყნები. მაუსის გადატარებით იხილავთ თითოეული ქვეყნის შესაბამის საიმიგრაციო სურათს აშშ-ში
მთავარ მიზეზად, ამ ტიპის ვიზების მფლობელების მიერ სავიზო პირობების დარღვევა და აშშ-ში არალეგალურად დარჩენა სახელდება. როგორც ირკვევა, თითო მოქალაქის რეპატრიაციის ხარჯები აშშ-ის ბიუჯეტს საშუალოდ, აშშ $ 18 000 უჯდება. სწორედ, ამ რისკების დაზღვევისა და რეპატრიაციის ხარჯების ანაზღაურების დასაფარად ამოქმედდა სავიზო დეპოზიტების პროგრამა.
ვიზუალი 2 - სხვადასხვა მიზნით მოგზაურობის დინამიკა აშშ-ში
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში საქმიანი და ტურისტული მიზნებით მოგზაურთა რიცხვი 2012-2023 წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ამ მიზნით, აშშ-ში 2023 წელს საქართველოს 8 750 მოქალაქე გაემგზავრა, რაც საერთო მგზავრობების 2/3-ს შეადგენს. მათგან 10%-მა დაარღვია სავიზო პირობები.
ამ მონაცემების თანახმად, აშშ-ში საქმიანი და ტურისტული მიზნით მოგზაურთა რიცხვის საგრძნობი ზრდის პარალელურად, იკვეთება სავიზო პირობების დამრღვევთა კლების ტენდენცია. გამონაკლისია 2022 წელი, როდესაც ამ მაჩვენებლმა თითქმის 21% შეადგინა. ეს შესაძლოა პანდემიის ეფექტით იყოს გამოწვეული.
ვიზუალი 3 - ვიზის ვადაგადაცილების დინამიკა საქართველოს მოქალაქეების მიერ

















