top of page
transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

© 2019-2024 - ყველა უფლება დაცულია

მოსახლეობის გეოგრაფია

ხუთი ვიზუალი სივრცეში ქართველების არათანაბარი გადანაწილების დასანახად


 

საქსტატის მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 5 ვიზუალს, რომელიც ახსნის როგორ და რა ფორმით არის ქვეყნის 3.7 მლნ მოსახლე სივრცეში გადანაწილებული (ნაწილობრივ, აფხაზეთის ა.რ. და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით).

  1. გეოგრაფიული საკითხი



მოსახლეობის რაოდენობა 1კვ.კმ ბადის მასშტაბით.
დასავლეთ საქართველოს განსახლების სიტემა სივრცეში მეტად გაშლილია და ქმნის ერთიანი ორგანიზმის შთაბეჭდილებას, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები მეჩხრადაა დასახლებული და მხოლოდ რამდენიმე, მაღალი კონცენტრაციის მქონე ცენტრი გვხვდება. ალაზნის ველის განსახლების ღერძი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლასტერია სოფლის მეურნეობაში.

2. შევხედოთ გვერდიდან


მოსახლეობის სიმჭიდროვე დასავლეთიდან აღმოსავლეთით.
1994–2018 წლებში ქვეყნის მოსახლეობა 1.2 მლნ-ით შემცირდა. ამოყირავებული ვიზუალი სიმბოლურად მოსახლეობის შემცირების ტენდენციას გამოსახავს.

3. კონცენტრაცია და აგლომერაცია


სამი დიდი აგლომერაცია მოსახლეობის მიხედვით.
მოსახლეობის სიდიდით მეორე ქალაქი, დედაქალაქზე თითქმის 10-ჯერ (!) მცირე ზომისაა. მოსახლეობის თბილისში კონცენტრაციის ასეთი მაღალი დონე სოციო-ეკონომიკური პირობებითაა გამოწვეული.

4. არის კი ზომა მნიშვნელოვანი?



ორი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ერთეული მოსახლეობის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ყვითელ რგოლში დასახლებული ტერიტორიის ფართობი 10-ჯერ (!) აღემატება წითელ რგოლში დასახლებული ტერიტორიის ფართობს, მის შიგნით მაინც თითქმის 100 000 ადამიანით ნაკლები ცხოვრობს.

5. წონასწორობა?


მოსახლეობის პროპორციული განაწილება.
ეს ვიზუალი თავად ამბობს სათქმელს. რეგიონების ზომები შეცვლილია მოსახლეობის ზომის პროპორციულად.

 
მონაცემები: საქსტატი | 2014 წლის მოსახლეობის აღწერა

transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

bottom of page